მსოფლიო ბანკი საქართველოს რეგიონების განვითარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკი საქართველოს მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი მსოფლიო ბანკის კონსულტანტს ურბანული განვითარების მიმართულებით, იზაბელა ბარატის შეხვდა.

შეხვედრის მიზანი საქართველოს რეგიონების, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით არსებული მგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლებლობებზე მსჯელობა გახლდათ, რომლის შეთავაზებაც მსოფლიო ბანკს ქვეყნის ხელისუფლებისთვის შეუძლია. მხარეებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების მექანიზმებზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს რეგიონების განვითარების ინსტრუმენტების შემუშავებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ  სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობა რეგიონული განვითარების მიმართულებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად