მსოფლიო ბანკი: მიგრანტების რაოდენობა მსოფლიოში წელს 250 მილიონს გადააჭარბებს

მსოფლიო ბანკის ექსპერტების პროგნოზით, მიგრანტების რაოდენობა მსოფლიოში მიმდინარე წელს 250 მილიონს გადააჭარბებს.

BBC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მიგრანტების მიერ ახლობლებისათვის გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ეს ფული მიგრანტებმა ძირითადად აშშ-ში, საუდის არაბეთსა და რუსეთში გამოიმუშავეს. გზავნილების მთავარი მიმღები ინდოეთია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი მიგრანტი დაახლოებით 13 მილიონი მექსიკიდან აშშ-ში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად