მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრძალა

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრძალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვწეტილებით, რუსეთის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლით აეკრძალათ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ანტისადოპინგო ორგანიზაციის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად