მსხვერპლის რიცხვი 20-მდე გაიზარდა, სპეცრაზმი მზადაა ოპერაციის დასაწყებად

ტაილანდში სპეციალური დანაყოფის მებრძოლები საჯარისო ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცის ასაყვანად ოპერაციის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

ტაილანდში საჯარისო ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცის აყვანის ოპერაციასპეციალური ქვედანაყოფის თანამშრომლებმა, პოლიციასთან ერთად, შეძლეს სავაჭრო ცენტრიდან რამდენი ასეული ადამიანის გამოყვანა და მე-4 სართულზე 16 მძევალთან ერთად მყოფ ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცის განიარაღების და მძევალთა განთავისუფლების ოპერაციის დაწყებისთვის მზადყოფნაში არიან.
 
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მოკლულთა რაოდენობა 20-მდე, ხოლო დაჭრილთა კი 31-მდე გაიზარდა. პორტალ bangkokpost-ის ცნობით, ჯარისკაცს 16 კაცი ჰყავს მძევლად აყვანილი და დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებს. პოლიციამ ადგილზე მისი დედა მიიყვანა,თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია. ზოგიერთის მტკიცებით ჯარისკაც წელს საბრძოლო გრანატები აქვს დამაგრებული. მან გაზის ბალონზე სპეციალურად მიშვებული ცეცხლის ჯერით ხანძარი გააჩინა.
 

დანაშაულის მოტივის შესახებ კვლავიდნდებურად არაფერი იციან. ცნობილია მხოლოდ, რომ ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ მისი პროფილს დაბლოკვამდე იგი წერდა, რომ სიმდიდრე ადამიანებმა უპირატესობის მოსაპოვებლად არ უნდა გამოიყენონ. “ისინი რა, თვლიან რომ ჯოჯოხეთში ფულს გამოიყენებენ?”

პოლიცია აცხადებს, რომ მებრძოლებს პოზიციები დაკავებული აქვთ და შტურმი წუთი წუთზე დაიწყება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად