მშვილდაძე: თუ გინდათ არავინ დააპატიმრონ და გადავაყენოთ გახარია, გვჭირდება სიმშვიდე და პრინციპულობა

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მშვილდაძე საზოგადოებას მიმართავს თუ სურთ, რომ არავინ დააპატიმრონ და გახარია გადააყენონ, ამისთვის საჭიროა სიმშვიდე და პრინციპულობა, რათა არ ჰქონდეს ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ რთული და მეტწახნაგოვანი საკითხებით მთავარში შეიტანოს ბზარი.

“ჩემი აზრით, ამ ოთხი ადამიანის დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს როგორ ურტყამენ, გავრცელებულ კადრებში ჩანს, არის ჩვეულებრივი შემთხვევა შერჩევითი სამართლის – სხვა მსგავს შემთხვევაში, მაგალითად პანკისში არდაკავება, რამდენიმე სხვა შემთხვევებში ჯარიმით გამოშვება და ბევრი პრეცედენტია, რაც ამას, შერჩევითობას, ააშკარავებს – ეს ადამიანები, ჩემი აზრით, არიან დაკავებულები ამიტომ უსამართლოდ, და დარწმუნებული ვარ, 6 დან 9 წლამდე ციხეში არ გაატარებენ, რაც არ უნდა მიაფუჩეჩოს ამ აბსოლუტურად უსამართლო სასამართლომ, რომელიც ელით, და რაც მომავალი მნიშვნელოვანი ცვლილების თემა უნდა გახდეს, აქედანვე დაიმახსოვრეთ მეგობრებო, რომ ჩვენი საზოგადოება ამ სასამართლოს არ შეეგუება და მოძებნის მალევე გზას, როგორც პროპორციული არჩევნების აუცილებლობაში შეძლო კონსოლიდირება, შერჩევით სამართალსაც რომ ბოლო მოუღოს და კლანური მმართველობა სასამართლოსი დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.

შერჩევითი სამართალი ეწინააღმდეგება მთავარ პრინციპს – თანასწორობას – და ამ სიტყვამ აქციებზე ბევრჯერ გაიჟღერა, ამიტომაც მე პირადად ვთვლი, რომ სანამ ეს ადამიანები ციხეში სხედან, ივანიშვილის ხელისუფლება რომ პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასდეს, როგორც რეჟიმი, არის სამართლიანი – და დიახ, ამ სიტყვას 2019 წელს ზუსტად ეს მნიშვნელობა აქვს – ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მებრძოლი ხეისუფლება, რომელიც მართული სასამართლოთი შერჩევითად ასამართლებს ადამიანებს, რომელებსაც ამავდროულად პოლიტიკური მოწინააღმდეგის მართულად აცხადებს და სახელმწიფო გადატრიალებისთვის აპირებს ნახევარი ოპოზიციის და კიდევ არ ვიცით რამდენის და ვის დაპატიმრებას – არის რეჟიმი და რეჟიმია ყოველთვის იძულებული იყოს კოლაბორაციაში ოკუპანტთან – დემოკრატია შეუძლებელია მტერს და მოყვარეს ვერ არჩევდეს – მხოლოდ რეჟიმს ეშლება რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ უნდა ჩასვა, მხოლოდ რეჟიმს ეშლება მტერი და მოყვარე, მხოლოდ რეჟიმი ებღაუჭება და ვერ ელევა კონკრეტულ ადამიანს ძალოვანი მინისტრის თანამდებობაზე და თუ ქართულ ოცნებას ოდნავ მაინც სურს რომ ლეგალურ პოლიტიკურ ველში ადგილი შეინარჩუნოს, უნდა გადადგას ასეთი ნაბიჯები – უნდა გადადგეს გახარია, როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირი პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებაზე! ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ფრთხილი და საზოგადოების ფართო ყურადღბის ქვეშ გამოძიება და ყველა, ვინც ძალას გადააჭარბა, დაისაჯოს. გახარიას წასვლის შემდეგ ამ 4 ადამიანის დაკავებაც აზრს დაკარგავს და ხელისუფლება მიხვდება, რომ რეალობის გადაღუნვის მცდელობებს და პროკურატურით პარტიული ამოცანების გადაჭრას უნდა შეეშვას! 2020 წელს ჩაატაროს არჩევნები მშვიდად და ხალხი აირჩევს, როგორი იქნება მომავალი პარლამენტი, რომელიც თავის მხრივ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს – სულ 2 პრინციპია. 1. ადამიანის უფლებები არის უნივერსალური. 2. ყველა სხვა საკითხი წყდება ხმათა უმრავლესობით.

და სხვათა შორის შერჩევითი სამართალი ადამიანის უფლებების საყოველთაო, ზოგადასაკაცობრიო პრინციპს ეწინააღმდეგება, ამიტომ შეეშვით სატელეფონო გამოკითხვებით მანიპულაციებს, გაყალბებებს მითუმეტეს შეეშვით.
რაც შეეხება ძალის გადამეტებას პოლიციელების მიმართ – მას შემდეგ, რაც პოლიციამ კანონდარღვევით გაუფრთხილებლად ცრემლსადენი გაზი გაუშვა და რეზინის და აკრძალული დათვის ტყვიები დაუშინა ხალხს, ნებისმიერი ქმედება მოქალაქეების მხრიდან იყო ჩვეულებრივი თავდაცვა და ამისთვის არავინ არ უნდა იყოს დაკავებული. ცრემლსადენ გაზამდე თუ ვინმე პოლიციელს ურტყამდა – ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას – ყველა პოლიციელს არ გადაუჭარბებია ძალისთვის იმ ღამეს, და თითოეული იმ პოლიციელის მუნდირის ღირსების დასაცავად, ვინც იმ ღამეს ძალას არ გადააჭარბეს და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ჩვენ გულწრფელად და მკაფიოდ უნდა ვთქვათ – რომ როგორც ყველა მოქალაქე, ვისგანაც არ მომდინარეობს ძალადობის საფრთხე, ასევე ყველა პოლიციელი, ვინც არ აჭარბებს ძალას, უნდა იყოს აბსოლუტურად და სრულად დაცული – ძალადობას ჩვენ ვერ შევურიგდებით, თუნდაც ძალადობის მოტივი იყოს სამშობლოს სიყვარული! ეს არის რასაც გულწრფელად ვფიქრობ ახლა და არ ვიცი, ალბათ იურისტებმა კიდევ დიდხანს უნდა იდაონ, რომ ამ ურთულეს საკითხზე საბოლოო და დამაჯერებელი სრული და მრავალწახნაგოვანი ჭეშმარიტება დავადგინოთ! თუმცა მანამდე მნიშვნელოვანი მგონია, რომ შერჩევითი სამართალი ხელისუფლებას არ უნდა დავაშვებინოთ – და ამ ადამიანების მიმართაც, ისევე როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ვისზეც საქმე აღძრულია და შინაპატიმრობაც შეუფარდეს უნდა ვიყოთ პრინციპულები და სამართლიანები ყველა მიმართულებით.

მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ახლო მომავალში ეს ადამიანები გათავისუფლდებიან, გათავისუფლდებიან არა იმიტომ, რომ მათი უდანაშაულობა დამნაშავეობის საკითხი გაირკვევა გავრცელებული კადრებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, არამედ იმიტომ, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი გახდნენ – აი, ეს დადასტურდება ძალიან მარტივად!

ერთ ერთი დაკავებულის დედის განცხადება გავრცელდა, რომელიც ამბობს ჩემი შვილი მერე უკვე პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბების შემდეგ დაშავებულის გამოყვანისას ჩაერთო პოლიციასთან ჩხუბშიო და თუ ეს ასეა, ეს ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

აქციამ უნდა მივიყვანოთ გახარიას გადადგომა ბოლომდე და სინამდვილეში სწორედ ეს იქნება ის მიღწევა, რაც ადამიანების დაპატიმრებას აზრს დაუკარგავს და მხოლოდ ასე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა მიმართაც ყველას გვაქვს ადამიანური თანაგრძნობა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ პოლიციელიც უნდა იყოს დაცული.

საბოლოოდ რომ შევაჯამო – ვისაც გსურთ, რომ არავინ დააპატიმრონ, გადავაყენოთ გახარია! – ჩემი აზრით ეს არის უმოკლესი გზა ამ ადამიენბის თავისუფლებისკენ.

ამისთვის გვჭირდება სიმშვიდე და პრინციპულობა, არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ რთული და მეტწახნაგოვანი საკითხებით მთავარში შეიტანოს ბზარი – ჩვენს ერთობაში! ძალა ერთობაშია – მართლა!” – წერს მიშა მშვილდაძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...