მიშა მშვილდაძე: “ნაცმოძრაობისგან” მიუღებელია პარტიულ შეკრებაზე რუსული სიმღერა

“ანტისაოკუპაციო” აქციების ერთ-ერთი ორგანიზარტორი მიშა მშვილდაძე, “ძალა ერთობაშია” – გაერთიანებული ოპოზიციის, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევენების საპარლამენტო სიის №1-ის ბუბა კიკაბიძის მიერ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ნაცმოძრაობის” შეკრებაზე სიმღერა “თბილისო” -ს რუსლ ენაზე შესრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“პარტიისგან რომელმაც მმართველობაში ყოფნის დროს რუსული სიმღერა რესტორნებში აკრძალა, მიუღებელია პარტიულ შეკრებაზე რუსული სიმღერა – ეს არაა მარტო გემოვნების საკითხი, პოლიტიკური საკითხიცაა და თუ რამე შეცდომა მოხდა, იმედია სწრაფად და დროულად გაკეთდება კომენტარი” – წერს მიშა მშვილდაძე facebook-ში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად