მშვილდაძე ნარკოპოლიტიკაზე: ლეღვის ნახარშით რომ იწვებიან, ლეღვის გამყიდველებს ხომ არ დავსჯით?!

პროდიუსერი მიშა მშვილდაძე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მომხრეა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ცვლილების პროცესში, პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქითკენ, რომ ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის არ იჭერდნენ. 

„ადამიანის დასჯა უნდა იყოს უკიდურესი ზომა მასთან ურთიერთობის. ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს საფრთხეს არ უქმნის, არ შეიძლება იყოს იზოლირებული. 

ძალიან კარგად დაწერა საკონსტიტუციო სასამართლომ, ყველას აქვს უფლება საკუთარი თავი განავითაროს და გამოხატოს, ნებისმიერი იმ ფორმით, რის საშუალებასაც აძლევს დედა ბუნება. ეს უფლება არის თანდაყოლილი უფლება. ყველა არის საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი საკუთარ თავზე.

ლეღვის ნახარშით რომ იწვებიან, ამიტომ ლეღვის გამყიდველები ხომ არ უნდა დავსაჯოთ? ღამის კლუბებში ნარკოტიკებს რომ ყიდიან ადამიანები, მოდით ამ მომენტისთვის ეს ადამიანები დაისაჯონ, მაგრამ ამ თემას დავუბრუნდეთ მერე, როცა მეტი ინფორმაცია გვექნება იმაზე, თუ რა ხდება. ღამის კლუბებში ყიდიან თუ არ ყიდიან. იქნებ ღამის კლუბებში არ ყიდიან და სხვაგან ყიდიან. პირველ რიგში ადამიანი არ დავსაჯოთ, არ დავუნქგრიიოთ ცხოვრება ჩვენს მეგობრებს. 

ადამიანებს, რომლებსაც ათჯერ დააკავებენ ნარკოტიკების მოხმარებაზე, ტაში კი არ უნდა დავუკრათ, უნდა თანავუგრძნოთ, თუ არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ორგანიზმში აქვს ნარკოტიკი, რატომ უნდა მივუსაჯოთ? 

მყისიერი საფრთხე რისი გვაქვს, რომ ადამიანები მიდიან ციხეში, ეს შევაჩეროთ პირველ რიგში. ეს იქნება ნაბიჯი წინ, გაჯანსაღებისენ, ნაკლები ნარკოტიკის მოხმარებისკენაც“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად