მშვილდაძე ივანიშვილზე: როგორ გვითხრა 200 კაციო?! ცოტა გავბრაზდი!

“ბევრად მეტნი შევიკრიბეთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს ვიკრიბებით ხოლმე. როგორ გვითხრა 200 კაციო?! ცოტა გავბრაზდი!”,-ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიშა მშვილდაძემ 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ამათ ხომ უნდათ მიკროფონები წაგვართვან?! პირიქით, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ. მიკროფონები უნდა გავამრავლოთ, კი არ უნდა შევამციროთ. აქედანაც გადაცემა წავა, ახლებიც შეიქნება, პანდორას ყუთიც გაიხსნება, ბევრი რამ მოხდება. ამ ქვეყნის ცხოვრება გაგრძელდება. სხვანაირად შეუძლებელია, 21 საუკუნეა. ყველა ალტერნატიული მედია ჩვენზე იმუშავებს, ჩვენი სიმართლე იმუშავებს ჩვენზე.”,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძის თქმით, აქციის მონაწილეების აუცილებელი მოთოხვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ კვლავ უცვლელია.

“აუცილებელია შს მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დღესაც კი, 1 თვის თავზე ჩვენ მეტს არაფერს ვითხოვთ. ეს ამბავია სულ. აქ ერთ-ერთი დიდი მსვლელობა როცა იყო ბევრნი შევიკრიბეთ, დღესაც ბევრად მეტნი შევიკრიბეთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს ვიკრიბებით ხოლმე. როგორ გვითხრა 200 კაციო?! ცოტა გავბრაზდი!”,-განაცხადა მიშა მშვილადძემ

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და განაცხადა “ნახეთ ხალხის აქტიურობა როგორი იყო 20 ივნისს და როგორია დღეს – 200 კაცს უყრიან თავს თბილისში და 200 კაცს დასავლეთში. ხალხის დამოკიდებულებას ხედავთ, ხალხი ბრძენია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად