“მშვიდობისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ”

”ერთიანობის მარში” პარიზის გარდა, ევროპის რამდენიმე ქალაქშიც იმართება. ლონდონში, ბუქარესტში, მადრიდსა და ნიუ იორკში, ფრანგი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება.

მადრიდში, სოლიდარობის აქციაზე იმყოფებიან მუსლიმი ქალები ჰიჯაბით, რომლებიც უერთდებიან „ერთიანობის მარშს“. ისინი გამოსულები არიან ტრაფარეტებით, სადაც წერია, რომ ისინი არიან მუსლიმები და არა ტერორისტები.

 

წარწერა ტრაფარეტებზე:

„მე ვარ მუსლიმი, არ ვარ ტერორისტი“

„მშვიდობისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ“

„არა ჩემი სახელით“

„დამშვიდდი, მე ტერორისტი არ ვარ“

„ისლამი მშვიდობაა“

შეგახსენებთ, რომ პარიზში 7-9 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, „ერთიანობის მარში“ იმართება, სადაც 40 ქვეყნის ლიდერი ესწრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად