მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი წყალტუბოში

შუალედურ არჩევნებში გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები ზუსტად რვა საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმაც საკუთარი პოზიცია კაბინასთან უკვე დააფიქსირეს.

წყალტუბოში ცესკოს საპილოტე პროექტის ფარგლებში ხმის მუცემა ელექტრონულად ხორციელდება. გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში-ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. სულ რეგისტრირებულია 4215 ამომრჩეველი.

გუმბრის ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2018 წელს მაჟორიტარი-დეპუტატი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...