მშვენიერაძე: ჟანრის ლოგიკით განათლების მინისტრად ჭორვილას სკოლის ყოფილი დირექტორი უნდა დაინიშნოს

ჟანრის ლოგიკით განათლების მინისტრად ჭორვილას სკოლის ყოფილი დირექტორი უნდა დაინიშნოს, რომელიც 2011 წელს ივანიშვილის სადრეგრძელოს გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჟანრის ლოგიკით განათლების მინისტრად ნუკრი გოგოტაშვილი უნდა დაინიშნოს, რომელიც ჭორვილას სკოლის დირექტორი იყო და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს გამო 2011 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს”, – წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, პრემოერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად