მშვენიერაძე: უზენაესის კანდიდატთაგან ლიბერალურ დემოკრატიაზე დასმულ კითხვაზე თავისუფლად ჯერ არავის უპასუხია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ჯერ არცერთი შემხვერდია, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებლებზე კითხვის საპასუხოდ თავისუფლად შეძლებოდა პასუხის გაცემა, – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ჯერ არცერთი შემხვერდია, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებლებზე კითხვის საპასუხოდ თავისუფლად შეძლებოდა პასუხის გაცემა.
დღესაც ვკითხე ერთ-ერთ კანდიდატს, რა განსხვავებაა ლიბერალურ დემოკრატიასა და არჩევით დემოკრატიას შორისთქო და პასუხი ისევ მიკიბ-მოკიბული და არაფრის მთქმელი იყო. აი ისეთი, პირველ კურსზე ლექცია რომ არ აქვს სტუდენტს მომზადებული და გაგონილ სიტყვებსა და ტერმინებს ერთმანეთზე უკონტექსტოდ ალაგებს და ამით ცდილობს ფონს გასვლას.
ხო და როგორ გინდა ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება და მითუმეტეს ასეთი მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო ხელისუფლების ლიბერალური დემოკრატიის მცველად ქცევა?!” – წერს გიორგი მშვენიერაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად