მშვენიერაძე თავაძეს: ჯეფერსონი არა, თქვენ ხართ ამ სიტყვების ავტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა თავაძის მიერ პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ  დაწერილი მოხსენება წაიკითხა და ზაზა თავაძეს ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული სიტყვები, რაზეც  ადრესატმა უპასუხა, რომ ეს სიტყვები თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა.

მას შემდეგ, რაც გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ეს სიტყვები ჯეფერსონს კი არა, თავად ზაზა თავაძეს ეკუთვნოდა, დეპუტატებისა და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა. .

„ტექსტს წაგიკითხავთ – „პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი საციცოხლოდ მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამოირიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე, თუმცა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა“. ხომ არ იცით, ვინ არის ამ ტექსტის? ხომ არ გეცნობათ?! – მიმართა მშვენიერაძემ ზაზა თავაძეს, რაზეც თავაძემ უპასუხა:„თომას ჯეფერსონი?!“.

„არა, თქვენ ხართ, ბატონო ზაზა, მომხსენებელი, როცა მოსამართლე იყავით ამ საქმის“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად