მშვენიერაძე: საქმეები ისეა განაწილებული, რომ აქციაზე დაკავებულების საქმე მურუსიძეს უნდა განეხილა

საქმეები ისეა განაწილებული, რომ 20 ივნისის დროს დაკავებულების საქმე მურუსიძეს უნდა განეხილა სააპელაციო სასამართლოში, – ამის შესახებ „აიპრესს“ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა კითხვაზე, სპეციალურად ხომ არ მისცეს ეს საქმე განსახილველად ლევან მურუსიძეს, რომლის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანია.

„მაგ პალატაში არიან ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. ჩინჩალაძე თავმჯდომარეა, ხოლო მურუსიძეა ადმინისტრაციული საქმეების მოსამართლე და დღეს არსებული წესით და სპეციალიზაციის გათვალისწინებით ფაქტობრივად მას უნდა განეხილა. შეგნებულად გაკეთებულია ის, რომ ისე გადანაწილებული საქმეები, რომ მურუსიძეს უნდა განეხილა ადმინისტრაციული საქმეები“, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...