მშვენიერაძე: ხელისუფლება ან იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, ან მას ქვია ფაშისტური ხელისუფლება

ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ ფაქტს.

“რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო ღია და თვალსაჩინო ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. როცა სახელმწიფო მსგავს ქმედებებზე არ რეაგირებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ინდივიდუალური ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობას, ასევე ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ სახელმწიფოს უდგას ძალიან მარტივი არჩევანი – ან ის იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, ან ის ყალიბდება უმრავლესობების ინტერესების დამცველ ხელისუფლებად, რომელსაც სხვა ენაზე ჰქვია ფაშისტური ხელისუფლება” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ “კურიერთან”.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოს გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ,  “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა  დაანონსეს, რომ აქციას გამართავდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. იქ მისულებს დახვდათ ბიზნესმები ლევან ვასაძე, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭრები, რომლებიც დაანონსებული აქციის ორგანიზატორებს შეკრების უფლება არ მისცესდა მათ შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.  პოლიციამ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა.

დღეს შსს-მ გაავრცელა განცხდება, რომ აქციაზე დაკავებული პირებიდან 7 რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ხოლო 21 პირი ხელწერილის საუძველზე გათავისუფლდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...