მშვენიერაძე ბრეგაძეს: სანამ სხვები “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს უყურებენ, თქვენ, სხვების ტრა…ბსა და სულზე შეწუხებულმა, ილოცეთ

ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე “ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძეს გაკეთებულ განცხადებას.

“კი, ნანახი მაქვს [And Then We Danced]. მე, ალბათ, იმ იშვიათ გამონაკლისში შევდივარ, რომელთაც ეს ფილმი ნანახი აქვთ. გადმომიგზავნეს, სხვათა შორის, შვედეთიდან და კომპიუტერში ვნახე. სხვათა შორის, მთლიანად ვერ გავუძელი ყურებას, იმდენად დაბალი მხატვრული ღირებულების ფილმია.” – სანდრო ბრეგაძე

ბატონო სანდრო, თუ ასეთი საშინელებაა ეს ფილმი, თქვენ და თქვენმა ამფსონებმა სხვა ადამიანებსაც მიეცით საშუალება მშვიდად მივიდნენ კინოთეატრებში და თავადაც დარწმუნდნენ თქვენი ნათქვამის სისწორეში, ხოლო ფილმის ბილეთში გადახდილი ფულის გამო სინანულით შეპყრობილებმა, სამომავლოდ თქვენი სიტყვის ირწმუნონ.

ბატონო სანდრო, უფრო მეტიც. იქნებ სძლიოთ საკუთარ თავს და სცადოთ ისე მოქცევა, როგორც თანამედროვე, ცივილიზებულ ადამიანს შეჰფერის და დაუტოვოთ საზოგადოებას უფლება, თქვენი გემოვნებით არ იცხოვრონ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ რაა მათთვის მოსაწონი და რა არა.

ბატონო სანდრო, იქნებ მოახერხოთ და სხვების ტრაკებზე და სულებზე ზრუნვით შეწუხებულ თქვენს საერო და სასულიერო თანამოაზრეებთან ერთად მოახერხოთ სადმე სხვაგან ერთად შეკრება და სანამ სხვები “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს უყურებენ, თქვენ ილოცეთ. დამერწმუნეთ, ამაზე დიდ სიკეთეს ვერც საკუთარ სისხლის მსმელი ლიბერალების მიერ ნაწამებ სხეულსა და სულს და ვერც საზოგადოებას მოუტანთ.

ამ ქცევით, სხვა, მნიშვნელოვან სიკეთესაც შესძენთ ჩვენს განათლებულ საზოგადოებას და საფუძველს გამოაცლით ჩვენში ბოლო დროს გავრცელებულ ცრუმეცნიერულ შეხედულებას, თითქოს 21-ე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ცოცხალი ნეანდერტანელები არსებობენ”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად