A1 ბანერი

მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია იწყება

“ვიწყებთ ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციას. ასევე, 9 მარტის და დედაენის ბაღის სრულ რეაბილიტაციას.”,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ვიწყებთ ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციას. ასევე, 9 მარტის და დედაენის ბაღის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მლნ ლარი ჯდება სამუშაოების შესრულება.

ჩვენ ვიცით რომ ე ქალაქის ცენტრში მდებარეობს ეს კონკრეტული ადგილები. ტურისტული თვალსაზრისითაც რამდენად მნიშვნელოვანია, პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

ახალი აღმაშენებელი, მშრალი ხიდი, ზაარბრიუკენის და დედაენის ბაღი დაუკავშირდება ორბელიანის მოედანს და ერთი დიდი ტურისტული სივრცე იქნება, რაც ქალაქისთვის და ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...