მშობლებმა, სავარაუდოდ ახალი კორონავირუსის გამო, შვილები აეროპორტში მიატოვეს

თვითმხილველების თქმით, ორმა მშობელმა, ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან დაკავშირებული ქაოსის ფონზე, აეროპორტში თავიანთი შვილები მიატოვეს.

სოციალური ქსელ Weibo-ს მომხმარებელმა, სახელით Not shy, ინტერნეტში დაწერა იმის შესახებ, რომ ნანკინ ლუკოუს საერთაშორისო აეროპორტში, ბავშვი მას მერე მიატოვეს, რაც მას ტემპერატურამ აუწია და ბორტზე ასვლის საშუალება არ მისცეს.

ბავშვის მამამ თქვა, რომ ბავშვი ავად არ იყო, თუმცა მაინც მტკიცე უარი მიიღეს ბავშვის ბორტზე შეშვებაზე. ამის შემდეგ, მომხმარებლის თქმით, ბავშვის მშობლები, ეკიპაჟის წევრებთან სამი საათის განმავლობაში დაობდნენ, რის გამოც სხვა მგზავრები სერიოზულად შეფერხდნენ.

საბოლოოდ, როგორც მომხმარებელი წერს, მშობლები უბრალოდ ჩასხდნენ თვითმფრინავში, ხოლო თავიანთი შვილი, რომელსაც სიცხე ჰქონდა და მისი ძმა აეროპორტში დატოვეს, აგრეთვე მათ პერსონალი დაუტოვეს, რათა ყურადღება მიექციათ და მიეხედათ ბავშვებისთვის.

ვირუსულმა პნევმონიამ, რომელიც ახალი კორონავირუსით არის გამოწვეული, გასული წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში იფეთქა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ვირუსულ პნევმონიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში კი ვირუსული დაავადების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული. 177 ადამიანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ექიმების თქმით, ახალი ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის.

ვირუსის გავრცელების შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად