მშენებლობაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმეზე, კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის საქმეზე “ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, ინდოეთის მოქალაქეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და აცხადებს, რომ პასუხიმგებლობა ეკისრება კომპანიას, რომელსაც უფლება არ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა, რადგან მათ შორის კონტრაქტი გაფორმებული არც ყოფილა.

“გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვეთანხმებით, აშკარაა რომ სასამარტლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.

მან განაცხადა,რომ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ქალაქშიც კი არ იმყოფებოდა ეს გამოძიებისთვის ცნობილია, არ არის სადაო რომ ბურდაკი არ იმყოფებოდა. ამით ისარგებლა ბატონმა ზურაბ შუბითიძემ, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიყვანა სამუშაოდ, კონტრაქტიც კი არ არსებობდა და მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაოები.

შუბითიძე იყო პოტენციური კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თუმცა არ იყო კონტრაქტი დადებული. მას არანაირი უფლება არ ჰქონდა შეესრულებინა სამუშაო”,- განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ამიტომ გახდა აუცილებელი.

“არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და დანაშაულევრივი ქმედებების გაგრძელების საფრთხე. შესაბამისად სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გამოიყენეა პატიმრობის ღონისძიება”, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად