“მსგავსი შეფასება არის სექსისტური”- ომბუდსმენის მოადგილე თეა წულუკიანზე ნათელაშვილის განცხადებას აფასებს

“აიპრესმა” პირველ რიგში ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პრესსამსახურთან გადაამოწმა ეკუთვნოდა თუ არა ეს განცხადება პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს. პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად მას ეკუთვნოდა “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული შემდეგი შინაარსის პოსტი.

გთავაზობთ სქრინს,  “ლეიბორისტული პარტიის ლიდერის” შალვა ნათელაშვილის ფეისბუქ პოსტიდან:
განცხადების შესაფასებლად, “აიპრესი” სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდა. 
ეკატერინე სხილაძე: ზოგადად ადამიანის გარეგნობაზე ყურადღების გამახვილებით, მისი საქმიანობის შეფასება ან კრიტიკა მიუღებელია. რადგან, გარეგნობა ადამიანის პირადი მახასიათებელია. მასზე აქცენტირება, ან მის საფუძველზე გარკვეული ქმედებების შეფასების მცდელობა, ადამიანის ღირსებასთან არის ზოგადად შეუსაბამო. ასეთი შეფასებები სახალხო დამცველის პრაქტიკის მიხედვით განსაკუთრებით მწვავედ გვხვდება ქალების მიმართ, როდესაც მსგავსი ტიპის შეფასება გამოყენებულია, როგორც ქალების წინააღმდეგ კრიტიკის იარაღი.

ხშირ შემთხვევაში, ამით მათ შორის პოლიტიკოს ქალებს, რაღაც გარკვეული წნეხის ქვეშ აყენებს, ცხადია, ყველა მსგავსი ტიპის განცხადება, თუ შეფასება, უნდა შეფასდეს, როგორც სექსისტური და სახალხო დამცველი ყოველთვის საუბრობს ამ საკითხის მნიშვნელობაზე განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩართულმა პირებმა და საჯარო პირებმა უნდა შეიკავონ თავი მსგავსი შეფასებებისგან, რადგან ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობაზე.

“აიპრესი”: შალვა ნათელაშვილის მხრიდან, აღნიშნული განცხადება სექსისტური იყო?

ეკატერინე სხილაძე:  ზოგადად, ჩემი პასუხი შეეხება იმას, რომ ადამიანის გარეგნობაზე აქცენტირება განსაკუთრებით მწვავედ საქართველოში გვხვდება ქალების მიმართ. მსგავსი შეფასება არის სექსისტური. ხშირ შემთხვევაში, გამოყენებულია, როგორც ქალების წინააღმდეგ კრიტიკის იარაღი, რაც ცხადია ქალს წნეხის ქვეშ ამყოფებს. ნეგატიურად აისახება ზოგადად. აქ იგულისხმება რომ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი გამონათქვამები გამოყენებულია პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად