მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე “დრუპი” ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობაში იქნება

დღეს, ახალი პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართა. პოლიტიკური მოძრაობის წევრთა რიგებშია მსახიობი ნიკა რამიშვილმა („დრუპიმ“), რომელიც დღეს პრეზენტაციასაც ესწრებოდა.

„პოლიტიკურ პარტიას ჯერ ჩვენ ამას არ ვეძახით, არ არის ეს ჯერ პოლიტიკური პარტია. პრინციპში, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ პარტიად და ქართველი ხალხის ძალად უნდა გადაიქცეს ძალიან მალე. მიზანი ბიძინა ივანიშვილის მმართველობიდან ჩამოშორებაა და შესაბამისად, საქართველოს გამარჯვება, რომლისკენაც საქართველო ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიოდა და გააჩერა ამ კაცმა“, – განაცხადა ნიკა რამიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს ახალ გაერთიანებაში, მან აღნიშნა, რომ ფუნქციები ჯერ არ გადაუნაწილებიათ.

„ფუნქციები ჯერ ასე არ დაგვინაწილებია, ანუ ვისაც რა შეგვიძლია უკეთესად და ვნახოთ, რა იქნება საჭირო“, – განაცხადა „დრუპიმ“.

პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად