მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ში, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კირკ დუგლასი. ამის შესახებ მისი შვილი, აგრეთვე მსახიობი მაიკლ დუგლასი წერს.

„დიდი მწუხარებით, მე და ჩემი ძმები ვაცხადებთ, რომ კირკ დუგლასმა 103 წლის ასაკში, დღეს დაგვტოვა. მსოფლიოსთვის იგი ლეგენდა მსახიობი იყო, რომელმაც ჩვენ ყველას მოგვცა კარგი მაგალითი“, – წერს მაიკლ დუგლასი.

1950-იანი წლების დასაწყისიდან, კირკ დუგლასი ჰოლივუდის წამყვანი მსახიობი იყო. მას დაახლოებით 80 ფილმში აქვს როლი შესრულებული. 1996 წელს კი მან, თავისი შესანიშნავი სამსახიობო კარიერის გამო „ოსკარის“ პრემიაც მიიღო.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას ოთხი შვილი ჰყავს. მისი უფროსი შვილი მაიკლ დუგლასი კი აგრეთვე ცნობილი მსახიობი და „ოსკარის“ პრემიის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად