მსახიობი and then we danced-ზე: ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ, სხვა კუთხით დანახულ საქართველოს

“რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა,- ამის შესახებ, მსახიობმა ლევან გელბახიანმა “კურერთან” საუბრისას განაცხადა.

“რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა. ყველას თავისი შეხედულებები აქვს. ჩემთვის რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, სხვისთვის არ იყოს. ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ და ცოტა სხვა კუთხით დანახულ საქართველოს,” – განაცხადა მსახიობმა ლევან გელბახიანმა.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად