მსახიობ რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდგინდა – ფილმ Batman-ის გადაღებები შეჩერებულია

ბრიტანელ მსახიობ რობერტ პატინსონს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ფილმ Batman-ის ფრენჩაიზის გადაღებები შეჩერებულია. ამის შესახებ Vanity Fair იუწყება.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ Warner Bros.-ის კინოსტუდიამ, რომელიც პასუხისმგებელია ფილმის გადაღებაზე, დაადასტურა გადამღები ჯგუფის წევრის ინფიცირების ფაქტი, მაგრამ მისი სახელი არ გაამხილა.

“ფილმ Batman-ის გადამღები ჯგუფის წევრის ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ის იზოლირებულია დადგენილი წესების შესაბამისად. გადაღებები დროებით შეჩერებულია”, – განაცხადეს სტუდიაში.

Vanity Fair-მა პატინსონს ინფორმაციის დასადასტურებლად მიმართა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

ფილმის გადაღებები იანვრიდან მიმდინარეობდა ლონდონში და თავდაპირველად შეჩერდა კორონავირუსის პანდემიის გამო. რეჟისორ მეტ რივზის ფილმში პატინსონი, ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და სხვები მონაწილეობენ.

Batman-ის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, გადადეს იმავე წლის 1 ოქტომბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად