მსახიობ მაიკლ დუგლასს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი ჟურნალისტი სიუზან ბროუდი მსახიობ და რეჟისორ მაიკლ დუგლასს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ დუგლასმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გაჟღერდებოდა და წინასწარ უარყო ისინი.

Hollywood Reporter-თან საუბრისას ჟურნალისტი აცხადებს, რომ დუგლასმა თავისი საქციელით, როცა ბროუდი საპროდიუსერო კომპანიაში Stonebridge Productions მუშაობდა 1980 წლის მიწურულს, იგი დაამცირა.

ბროუდი აღნიშნავს, რომ დუგლასი ძალიან ბევრს ილანძღებოდა სატელეფონო საუბრისას მისი თანდასწრებით, ხოლო ერთხელ, მის ბინაში შეხვედრისას, სადაც ფილმის სცენარი განიხილებოდა, მან მოულოდნელად ჟურნალისტის თანდასწრებით მასტურბაცია დაიწყო.

დაახლოებით 10 დღის წინ დუგლასმა ჰოლივუდის მასმედიას ინტერვიუები მისცა, სადაც აცხადებს, რომ მისი ყოფილი კოლეგა მსახიობის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენებას აპირებდა და მან წინასწარ უარყო ეს ბრალდებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...