მსახიობ ჯეიმს ფრანკოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს ჯეიმს ფრანკოს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. მათი თქმით, მსახიობმა საბაბად სასწავლო კურსები გამოიყენა.

ორმა ქალმა ჯეიმს ფრანკოს წინააღმდეგ სარჩელი ლოს ანჟელესის სასამართლოში შეიტანა.
ისინი Studio 4-ის სამსახიობო სკოლაში სწავლობდნენ, რომელიც ჯეიმს ფრანკომ 2014 წელს გაიხსნა. დაწესებულებას ფილიალები ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში ჰქონდა. სტუდენტებმა თვეში 300 დოლარი გადაიხადეს, გარდა ამისა, მათ მასტერკლასებზე დასწრებაც შეეძლოთ, რომლის ღირებულება 750 დოლარი იყო. სტუდენტებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა ეთამაშათ სექსუალურ სცენებში. აღნიშნულ მასტერკლასებს ვიდეოთი იღებდნენ. როგორც სტუდენტებს განუმარტეს, ვიდეოს გადაღება იმისთვის იყო საჭირო, რომ ჯეიმს ფრანკოს ისინი ენახა და მათი მუშაობა შეეფასებინა.
გამოცემა NYT–ის თანახმად, სექსუალური სცენის შესახებ ჩატარებულ მასტერკლასებზე ქალები სქესობრივი აქტის იმიტაციას ახდენდნენ. მათ აუხსნეს, რომ კინოინდუსტრიაში ასეთ სცენებს იღებდნენ.
სკოლაში სწავლისთვის სტუდენტებს ფილმებში გადაღებას დაჰპირდნენ, მაგრამ არცერთ მათგანს როლი არ მიუღია.

ჯეიმს ფრანკოს ადვოკატმა ყველა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მათ “არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს”. მსახიობის ინტერესების დამცველის თქმით, ფრანკო რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
41 წლის ჯეიმს ფრანკომ კარიერა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იგი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მხატვარია.

ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოსბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006).

2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში.

ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად