მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება ნაცუ ბაშოზე და ტოჩინოშინის მარცხი (ფოტორეპორტაჟი)

ნაცუ ბაშოს მე-14 დღე ქართველი ფალავნის ლევან გორგაძისთვის დრამატული აღმოჩნდა. ტოჩინოშინმა ბაშოზე მთავარი მეტოქე ასანოიამა დოჰიოზე დასცა და დოჰიოს მსაჯმაც ქართველის გამარჯვება დააფიქსირა, თუმცა მსაჯების შეკრების შემდეგ ტოჩინოშინს მოგება წაართვეს.

დღევანდელ შეხვედრაში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტოჩინოშინისთვის დამარცხების ჩათვლის თაობაზე, სუმოს სპეციალისტებისთვისაც კი გაუგებარი აღმოჩნდა. ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ტოჩინოშინი დოჰიოს მილიმეტრითაც კი არ გაცდენია ისე დაანარცხა მეტოქე ძირს და დოჰიოს მიღმა.

რა დარღვევა დაინახეს მსაჯებმა ტოჩინოშინის მოქმედებებში – უცნობია.

სრულიად შესაძლებელია ბაშოს მეთხუთმეტე, დასკვნით დღეს ექვსმა რიკიშმა ერთნაირი მაჩვენებლით რომ დაასრულოს ასპარეზობა და მათ შორის დამატებით შეხვედრების ჩატარების აუცილებლობა დადგეს იმპერატორის თასის მფლობელის გამოსავლენად.

ამისთვის კი, პირველ რიგში, ხვალ გოეიდომ ასანოიამა უნდა დაამარცხოს, რაც საკმაოდ ადვილი შესაძლებელია და შემდეგ ტოჩინოშინმა კაკურიუ, რაც ასევე არ არის წარმოუდგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...