მრავალჯერადი ჩანთა ცელოფნის პარკის ნაცვლად – “კარფურის” გარემოსდაცვითი კამპანია გრძელდება

როგორ შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება და გარემოს დაბინძურება და ამავდროულად, როგორ შევუქმნათ ამით მაქსიმალური კომფორტი ერთგულ მომხმარებლებს?

“კარფური”, 30 მარტს “დედამიწის საათის” ფარგლებში დაწყებულ კამპანიას აგრძელებს და მომხმარებელს ცელოფნის პარკების ნაცვლად მრავალჯერად პარკებს და 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს.

იმისათვის რომ შემცირდეს ცელოფნის პარკების მოხმარება და შესაბამისად გარემოს დაბინძურება, 2019 წლის 10 აპრილიდან, კარფურის მაღაზიათა ქსელში ცელოფნის პარკები ფასიანი ხდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ პარკში აუცილებლად უნდა გადაიხადოთ 5 ან 10 თეთრი.

“კარფურის” მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ ნებისმიერი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთით მიბრძანდეთ (არ არის აუცილებელი ჩანთა იყოს კარფურის) და გარდა იმისა ,რომ აღარ მოგიწევთ თანხის გადახდა პარკში, კარფური თითო მრავალჯერადი გამოყენების ჩანთაზე 10 თეთრიან ფასდაკლებას გაგიკეთებთ თქვენს სრულ შენაძენზე.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ “კარფურის” ჩანთების მომხმარებელი ხართ, რომელიც სხვადასხვა ზომის, ფერის და დიზაინისაა, კიდევ უფრო საინტერესო შემოთავაზება გაქვთ: ჩანთის დაზიანების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიტანოთ კარფურის ნებისმიერ მაღაზიაში და უფასოდ გადაცვალოთ ახალში. რაც მთავარია, ეს აქცია მუდმივია და და მოქმედებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ცელოფნის პარკები ფასიანი ხდება 10 აპრილიდან, მაგრამ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთით მოსულ მომხმარებელს, 10 თეთრიანი ფასდაკლება უკეთდება 30 მარტიდან.

აქციის პირველმა ტალღამ “კარფურში” საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მომხმარებლებსა და სოციალურ ქსელში. მაღაზიებში განთავსებული სპეციალური დეკორაციების ფონზე ხის ფორმაში ჩაცმული “გარემოს დამცველები” უფასოდ არიგებდნენ “კარფურის” მრავალჯერად მოხმარების ჩანთებს და ადამიანებს პარკების მავნე ზემოქმედების შესახებ ესაუბრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, სუპერმარკეტებს საფრანგეთში, ინგლისში, შოტლანდიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში კანონით აეკრძალათ ცელოფნის პარკის უფასოდ დარიგება მომხმარებლებზე. შედეგად პლასტიკური პარკის მოხმარება ამ ქვეყნებში 80%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად