მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი დაეჯახა, მძიმეა, ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის მედიკოსმა განუცხადა.

“ამ ეტაპზე მდგომარეობა უცვლელია, არის მძიმე, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კომა შეფასდა 4 ქულით, რის გამოც არის გადაყვანილი ვენტილაციაზე. კომპიუტერული კვლევით, მას, ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. “- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა.

როგორც ‘აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად