მოულოდნელი შედეგები საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში

ძიუდოს აკადემიაში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში.

ჩემპიონატში, რომელშიც ნაკრების პირველი ნომრები არ იღებდნენ მონაწილეობას, რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. 60 კგ წონით კატეგორიაში ახლახანს მასტერზე მოასპარეზე, მსოფლიო რეიტინგში N14 ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში ვერაფერი გააწყო რეიტინგში N112-ე თემურ ნოზაძესთან და ოქროს დროში, მეოთხე წუთის მიწურულს, მაშინ, როდესაც ნოზაძეს ორი შიდო ჰქონდა, ვაზარი გაუშვა. თემურ ნოზაძემ ფინალურ შეხვედრაში ჯაბა პაპინაშვილთან (N45) დასაწყისში მოპოვებული ვაზარი ბოლომდე შეინარჩუნა და საქართველოს ჩემპიონი გახდა

60 კგ
1. თემურ ნოზაძე (N112)
2. ჯაბა პაპინაშვილი (N45)
3. ირაკლი კუპატაძე
3. ლუხუმ ჩხვიმიანი (N14)

66 კგ
1. ნიკო ჭიკაიძე (N293)
2. გიორგი გუგულაშვილი
3. გიორგი თუთაშვილი
3. ბაგრატ ნინიაშვილი (N41)

73 კგ
1. ფრიდონ გიგანი (N77)
2. ვალერი იაშვილი
3. ლაშა გიუნაშვილი
3. გიორგი ჩიხელიძე

81 კგ
1. ლუკა მაისურაძე (N88)
2. ბექა დონღვანი
3. გიორგი კაციაშვილი (N365)
3. კობა მჭედლიშვილი (N98)

ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილმა (N41) ჯერ ნახევარფინალური ორთაბრძოლა წაგო ლუკა მაისურაძესთან, შემდეგ კი 32 წამში იპონით დამარცხდა გიორგი კაციაშვილთან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში

90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა (N63) ავთანდილ ჭრიკიშვილთან (N43) მეოთხედფინალური შეხვედრის დასაწყისში აღებული ვაზარი ბოლომდე შეინარჩუნა, ფინალში უშანგი მარგიანთან (N15) კი ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი, შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე, იპონი და საქართველოს ჩემპიონი გახდა

90 კგ
1. გიორგი პაპუნაშვილი ( N63)
2. უშანგი მარგიანი (N15)
3. იმედა გოგოლაძე (N272)
3. ავთანდილ ჭრიკიშვილი (N43)

100 კგ
1. ლაშა ტაველური (N50)
2. თორნიკე სანებლიძე (N46)
3. გიორგი ბერიაშვილი
3. გიორგი ჩიქოვანი

+100 კგ
1. ლევან მათიაშვილი (N41)
2. გელა ზაალიშვილი (N55)
3. ონისე ბუღაძე (N56)
3. გიორგი ზაქარიაძე (N127)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად