მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ ტექნიკური მიზეზების გამო მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ  საკითხთან დაკავშირებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც  პარლამენტი მომწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით არსებით რეგულაციებს მიიღებს.

აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გამართა და განაცხადა, რომ როდესაც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან თითქმის ორი წელია გასული, გაურკვეველია, რატომ არ მოხდა უფრო ადრე, საჭირო მატერიალური თუ სამოსამართლეო რესურსების მოძიება, რა მიზეზითაც კანონის ამოქმედების გადავადება მოხდა.

„გამოძიების პროცესში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს იქნა მიღებული და უკვე მეხუთედ ხდება ამ ნორმის ამოქმედების გადავადება. ეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც საკითხი  საკმაოდ  მნიშვნელოვან ნოვაციას და ზოგადად მოწმის უფლებას ეხება.

ამ კანონის ტექნიკური გადავადების პარალელურად, პარლამენტი იხილავს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს,რომელიც მოწმის დაკითხვის ახალ წესს და ახალ რეგულაციებს ეხება, ეს საკითხები უკვე მეორე მოსმენითაა მიღებული.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით და ეხლაც ვაკვირდებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს –  საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით,სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი,  როდესაც საქართველოს პარლამენტი მომწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშრებით არსებით რეგულაციებს მიიღებს“,  – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...