მოწერელია: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ არასრულწლოვანს გრიპის ვირუსი აღენიშნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადმოყვანილ ორ არასრულწლოვანს გრიპის ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა მათ ლაბორატორიული კვლევა მაინც ჩაუტარდებათ

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინწინ გადმოყვანილ ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა , გუბერნატორის ინფორმაციით,მას არასრულწოვანებთან კონტაქტი და შეხება არ ჰქონდა.
მისივე თქმით, უკვე დადგენილია ქალბატონის კონტაქტები და შესაძლოა, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში გადმოიყვანონ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამდროისთვის მკურნალობას 5 ადამიანი გამაგრძობს, აქედან კორონავირუსი ორი დადასტურებული შემთხვევაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად