მოწერელია: ჩვენს რეგიონში ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ მზად შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ

თუ ხვალ დამძიმდება ვითარება ჩვენს რეგიონში, ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ მზად შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ_ ეს განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურალისტებთან, ფოთის საგუშაგოსთან გააკეთა.

ის ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და ბლოკ-პოსტებთან არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

„მოქალაქეებს მინდა ერთგვარად ბოდიში მოვუხადო შეფერხება, რომ უწევთ ბლოკპოსტებთან, თუმცა ეს არის აუცილებლობა და ჩვენი მოქალაქეები ამას პსუხისმგებლობით ეკიდებიან. თერმოსკრინინგზე ფაქტიურად არავინ უარს არ ამბობს, ფაქტიც არ ყოფილა რაიმე უხერხულობის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება განვმუხტოთ შექმნილი საცობი, თუმცა ამჯერად ის მაქსიმუმი რაც კეთდება, უკეთესის საშუალებას არ გვაძლევს. ამ დროისთვის ვითარება არის სტაბილური,ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში გადაყვანილია დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე, ასევე ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისთვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ამ დღეებში ველოდებით რუხის სააავადმყოოს ფუნქციონირების დაწყებას, ამდენად, ვცდილობთ მაქსიმალურად ვიყოთ მზად იმისათვის, რომ თუ ხვალ დამძიმდება ვითარება ჩვენს რეგიონში, შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ“_ განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად