Motorola-მ სმარტფონი Razr წარადგინა

კომპანიამ Motorola ჭკვიანი ტელეფონი Razr წარადგინა, რომელსაც დასაკეცი ეკრანი აქვს. იგი აღჭურვილია ორი დისფლეით – ძირითადით, რომელიც იკეცება და რომლის დიაგონალიც 6,2 დუიმია და გარე დისფლეით, რომლის დიაგონალიც 2,7 დუიმია.

სმარტფონში ჩამონტაჟებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 710, მისი მეხსიერების მოცულობა 128 გეგაბაიტია. Razr-ს ორი კამერა აქვს – ძირითადი, 16 მეგაპიქსელიანი და წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი.

სმარტფონის ღირებულება 1500 აშშ დოლარი იქნება. მისი წინასწარ შეკვეთა 26 დეკმებრიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვაში იანვარში ჩაეშვება.

მსოფლიოში პირველი სმარტფონი დასაკეცი დისფლეით თებერვალში Samsung-მა წარადგინა. მისი დისფლეის დიაგონლის ზომა 7,3 დუიმია. Galaxy Fold-ს აგრეთვე გარე ეკრანი და ექვსი კამერა აქვს: სამი მათგანი უკან არის განლაგებული, ორი – შიდა მხარეს, ხოლო კიდევ ერთი – სახის მხარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად