მოტომრბოლელი, მიხალ ჰერნიკი, “დაკარი 2015-ის” რბოლაში დაიღუპა

”Deutsche Welle-ს” ინფორმაციით პოლონელი მოტომრბოლელი, მიხალ ჰენრიკი ”დაკარი 2015-ის” რბოლაში დაიღუპა.

ტრაგედია 6 იანვარს, არგენტინაში, ტურნირის მესამე ეტაპზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მრბოლელის გვამი, მოტოტრასიდან 300 მეტრში იყო აღმოჩენილი. ტურნირის დირექტორის, ეტიენ ლავინის განცხადებით, ჰერნიკი ჩაფხუტის გარეშე იმყოფებოდა. მისი მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ავარიის ნიშნები არ შეიმჩნევა, ასევე აღნიშნა, რომ არც მოტოციკლი ყოფილა დაზიანებული.

მიხალ ჰერნიკი დაკარის რბოლაში პირველად იღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 5 იანვარს, არგენტინაში დაიწყო და 18 იანვარს, ჩილეში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...