მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ორთაბრძოლები ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავალედ იასპარეზა ქართველმა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ.

130 კგ წონითი კატეგორიის მერვედფინალსი იაკობ ქაჯაისას მეტქოქე ფინელი ჰეიკო ლახტი იყო. შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთი და 21 წამი იყო გასული, როდესაც მსაჯებმა ფინელი პასიურობისთვის პარტერში ჩააყენეს, ქაჯაიამ რამდენჯერმე შეათამაშა ხელში ფინელი და მსაჯებმა წუთსა და 57 წამში
მისი აშკარა უპირატესობით გამარჯვება (9:0) დააფიქსირეს.

მეოთხედფინალში იაკობ ქაჯაიას მეტოქე პოლონელი ანჟეი კრაევსკი იყო. პოლონელი პასიურობისთვის მსაჯებმა შეხვედრის დაწყებიდან წუთის და 22 წამის გასვლის შემდეგ ჩააყენეს პარტერში და იაკობ ქაჯაიამ ამჯერად მის რამდენჯერმე ამოტრიალებას უფრო ნაკლები დრო მოანდომა, ვიდრე ფინელისას და კვლავ აშკარა უპირატესობით (9:0) გაიმარჯვა.

ნახევარფინალში იაკობ ქაჯაიას მეტოქე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რუსი სერგეი სემიონოვი იყო. შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთის და 16 წამის გასვლის შემდეგ მსაჯებმა სემიონოვი პარტერში ჩააყენეს პასიურობისთვის და ის ქაჯაიას მიერ ხელის შეხებისთანავე წამოხტა, დგომელამ განაგრძო ბრძოლა. ქაჯაიამ სეკუნდანტს გაპროტესტობა მოთხოვა, მან გააპროტესთა, თუმცა… მსაჯებმა პროტესტი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მეორე პერიოდის დაწყებიდან წუთი და 7 წამი იყო გასული, როდესაც მსაჯებმა სემიონოვს მისცეს ქულა და ქაჯაია ჩააყენეს პარტერში პასიურობისთვის. სემიონოვმა მას ძვრა ვერ უყო და თავი დანება, ისეც დგომსი ჭიდაობა ამჯობინა. შეხვედრის ბოლო წუთის დაწყებიდან 12 წამის გასვლის შემდეგ იაკობ ქაჯაიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, კიდევ 11 წამის გაშემდეგ კი სემიონოვის ხალიზჩის გარეთ გაყვანით მესამე ქულაც აიღო. დარჩენილ 37 წამში ანგარიში აღარ შეცვლილა და იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას იაკობ ქაჯაია 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, სამგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს, თურქ რიზა კაიალპს შეხვდება.

ავტორი: რაულ კაპანაძე

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად