მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ტურის შემდეგ მერი არაბიძე დაწინაურდა

გუშინ მოსკოვში დაიწყო და ხუთ დღეს გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში რაპიდსა და ბლიცში

რაპიდში კაცების მსოფლიო ჩემპიონატში 207 მონაწილეს შორის საქართველოდან არიან: ბაადურ ჯობავა (2702, N33), ივან ჩეპარინოვი (2647, N57) და გიგა ყუფარაძე (2595, N88).

ქალთა ჩემპიონატში 122 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მათ შორის არიან: ნანა ძაგნიძე (2478, N9), მერი არაბიძე (2416, N19), ნინო ბაციაშვილი (2401, N23), ნინო ხომერიკი (2327, N42) და სოფიო გვეტაძე (2161, N88).

პირველ დღის შემდეგ დაწინაურდნენ:

კაცები (5 ტური)
1. ჰაო ვანგი (ჩინეთი, 2748, N17) – 4,5 ქ
2. ილია სმირინი (ისრაელი, 2584, N95) – 4,5 ქ
3. შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2752, N12) – 4,5
4. იან-კრიშტოფ დუდა (პოლონეთი, 2751, N13) – 4,5
5. ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა, 2755, N9) – 4,5
6. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2886, N1)
45. ბაადურ ჯობავა – 3,5
115. ივან ჩეპარინოვი – 2,5
148. გიგა ყუფარაძე – 2,0

ქალები (4 ტური)
1. მერი არაბიძე – 4,0
2. ოლგა გირია (რუსეთი, 2365, N30) – 4,0
3. ირინა ბულმაგა (რუმინეთი, 2383, N24) – 4,0
13. ნანა ძაგნიძე – 3,0
21. ნინო ბაციაშვილი – 3,0
32. ნინო ხომერიკი – 2,5
76. სოფიო გვეტაძე – 2,0

დღეს კაცები მე-6-დან მე-10 ტურის ჩათვლით, ხოლო ქალები კი მე-5-დან მე-8 ტურის ჩათვლით პარტიებს ითამაშებენ. სულ ხვალ რაპიდში ჩემპიონატის მონაწილე კაცები 15-15, ქალები კი 12-12 შეხვედრას გამართავენ.

ჩემპიონატზე დაწესებულია ფულადი პრიზები:

კაცები
1 ადგილი – 60000 $
მე-2 ადგილი – 50000 $
მე-3 ადგილი – 40000 $
მე-4 ადგილი – 30000 $
მე-5 ადგილი – 25000 $
მე-6 ადგილი – 22000 $
მე-7 ადგილი – 18000 $
მე-8 ადგილი 14000 $
მე-9 ადგილი – 11000 $
მე-10 ადგილი – 8000 $
მე-11-დან მე-16-ის ჩათვლით – 5000 $
მე-17-დან 25-ის ჩათვლით – 3000 $
26-დან 35-ის ჩათვლით 1500 $

ქალები
1 ადგილი – 40000 $
მე-2 ადგილი – 30000 $
მე-3 ადგილი – 20000 $
მე-4 ადგილი – 15000 $
მე-5 ადგილი – 10000 $
მე-6 ადგილი – 7000 $
მე-7 ადგილი – 6000 $
მე-8 ადგილი – 5000 $
მე-9 ადგილი – 4000 $
მე-10 ადგილი – 3000 $
მე1-დან მე15-ის ჩათვლით – 2000 $

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად