მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო პირველობაზე საქართველომ სომხეთს ვერ მოუგო

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჭადრაკში გუნდური პირველობის ბოლოსწინა შეხვედრები გაიმართა საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო სომხეთის ნაკრების დამარცხება და ბოლო ტურის წინ რუსეთს ორი, უკრაინას კი ერთი ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონობა ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად ჩინეთმა გაინაღდა საქართველო – სომხეთი – 2:2 ელინა დანიელიანი – ბელა ხოტენაშვილი – 1:0 ლელა ჯავახიშვილი – ლილიტ მკრტიჩიანი 0,5:0,5 ანა სარგსიანი – ნინო ბაციაშვილი – 0,5:0,5 სალომე მელია – სირანუშ გუკასიანი – 1:0 ჩინეთი – აშშ – 3:1 უნგრეთი – რუსეთი – 0:4 ეგვიპტე – ყაზახეთი – 0,5:3,5 უკრაინა – ინდოეთი – 2,5:1,5 სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ: 1. ჩინეთი – 16 ქულა 2. რუსეთი – 13 ქულა 3. უკრაინა – 12 ქულა 4. საქართველო – 11ქულა 5-6. ინდოეთი, ყაზახეთი – 8 ქულა 7. აშშ – 5 ქულა 8. სომხეთი – 4 ქულა 9. უნგრეთი – 3 ქულა 10. ეგვიპტე – 1 ქულა

ხვალ, ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: საქართველო – რუსეთი ჩინეთი – უკრაინა ყაზახეთი – სომხეთი ეგვიპტე – აშშ უნგრეთი – ინდოეთი.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წლიდან, ყოველ მეორე წელს ტარდება. წინა ექვს გათამაშებაში სამჯერ ჩინეთი გახდა ჩემპიონი, თითოჯერ კი საქართველო, უკრაინა და რუსეთი. 2019 წლის ქალთა შორის გუნდური შეჯიბრებაში ამერიკის, აზიის და აფრიკის საუკეთესო გუნდები, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შერჩეული 4 საუკეთესო გუნდი, აგრეთვე მასპინძლები და ერთიც ფიდეს მიერ მოწვეული გუნდი მონაწილეობს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...