მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო პირველობაზე საქართველო უკრაინას წამოეწია, რუსეთს კი ქულით ჩამორჩება

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჭადრაკში გუნდური პირველობა გრძელდება. დღეს მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველო – ყაზახეთი – 3,5:0,5 ბელა ხოტენაშვილი – ჟანსაია აბდუმალიკი – 1:0 დინარა სადუაკასოვა – მერი არაბიძე – 0,5:0,5 ლელა ჯავახიშვილი – ბიბისარა ასაუბაევა – 1:0 გულისხან ნახბაევა – ნინო ბაციაშვილი – 0:1 ჩინეთი – ეგვიპტე – 4:0 უნგრეთი – სომხეთი – 2:2 აშშ – ინდოეთი – 0:4 უკრაინა – რუსეთი – 2:2 სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ: 1. ჩინეთი – 14 ქულა 2. რუსეთი – 11 ქულა 3-4. საქართველო, უკრაინა – 10 ქულა 4. საქართველო – 8 ქულა 5-6. ინდოეთი, ყაზახეთი – 6 ქულა 7-8. აშშ – 5 ქულა 8-9. სომხეთი, უნგრეთი – 3 ქულა 10. ეგვიპტე – 1 ქულა ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან: საქართველო – სომხეთი ჩინეთი – აშშ უნგრეთი – რუსეთი ეგვიპტე – ყაზახეთი უკრაინა – ინდოეთი ბოლო, მე-9 ტურში კი საქართველო რუსეთს შეხვდება, ხოლო უკრაინა – ჩინეთს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წლიდან, ყოველ მეორე წელს ტარდება. წინა ექვს გათამაშებაში სამჯერ ჩინეთი გახდა ჩემპიონი, თითოჯერ კი საქართველო, უკრაინა და რუსეთი.

2019 წლის ქალთა შორის გუნდური შეჯიბრებაში ამერიკის, აზიის და აფრიკის საუკეთესო გუნდები, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შერჩეული 4 საუკეთესო გუნდი, აგრეთვე მასპინძლები და ერთიც ფიდეს მიერ მოწვეული გუნდი მონაწილეობს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...