მოსწავლეს, რომელიც სკოლის შენობის მე-2 სართულიდან გადახტა, ოპერაცია ჩაუტარდა

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელიც სკოლის შენობის მე-2 სართულიდან გადახტა, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც იმერეთის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ Ipress-ს განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკაში შეყვანისას მას წვივის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა საჭირო ოპერაციის ჩატარების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მეათე კლასელი ბიჭის გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე სსკ 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად