მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი” გურამ სვანიძე დააკავეს (ვიდეო)

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმის” ცნობით, რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი” გურამ სვანიძე დააკავეს

გუშინ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქართველი „კანონიერი ქურდი”, კრიმინალურ სამყაროში „გურამ ტბილისკი”-ს სახელით ცნობილი, 44 წლის გურამ სვანიძე მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკიში დააკავეს, – წერს „პრაიმ კრაიმი”.

გურამ სვანიძეს დეტექტივებმა, რომლებმაც სვანიძის კვალზე გასვლა მოახერხეს, მას „გენიოსი კონსპირატორი” შეარქვეს. მათი თქმით იგი ფრთხილი და შეუმჩნეველი ცხოვრების წესის მიმდევარი იყო: ტელეფონით არ სარგებლობდა, სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, არაუმეტესად ორჯერ თვეში, გადიოდა და ქუჩაში ნიღბის ტარების სავალდებულო წესს ზედმიწევნით იცავდა.

დეტექტვების კითხვაზე კრიმინალური სტატუსის შესახებ დეტექტივების მიერ დასმულ კითხვაზე მან ცალსახად უპასუხა, რომ ქურდია.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სვანიძე ძველი თაობის თბილისელი „კანონიერი ქურდის”, კრიმინალურ სამყაროში „გურამის” სახელით ცნობილი ალექსანდრე მდივანის შვილიშვილია და მას სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს.

სვანიძეს განუცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი უვადოდ ყოფნა არასასურველია და მან იმ დღესვე ნებაყოფილობით დატოვა ქვეყანა, – წერს „პრაიმ კრაიმი”

კომენტარები
იტვირთება...