მოსკოვში ქართული ეკლესიის დეკანოზი: ჩვენი მრევლის ნაწილს კორონავირუსის სიმპტომები აქვთ

მოსკოვში, ქართული ეკლესიის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც იმავე ტაძარში მოღვაწე დეკანოზი კახა გოგოტიშვილი “ტვ პირველთან” აცხადებს, კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, როგორც მრევლის ნაწილს, ასევე კიდე ერთ-ერთ სასულიერო პირს.

“მამა მირონ კავთელაძეს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ აქვს, თუმცა კი შეუძლოდაა ის სახლში იმყოფება.

მე დაახლოებით 7-8 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, ტაძარი დაკეტილია პირველი მაისიდან, ჩატარდა დეზინფექცია, დაიკეტა საეკლესიო მაღაზიაც.

ჩვენი ნაცნობებიდან რამდენიმეს აქვს სავარაუდო ნიშნები, ზოგა აქვს მაღალი სიცე, 2 ადამიანი გადაყვანილია სავადმყოფოში, ისინი ჩვენს ტაძარში დადიან, ჩვენი მრევლია.

ზიარებიდან არ არის გადასული, რადგან მე და მამა ფიოდორი ყოველ კვირას ვეზიარებოდით ერთი ბარძიმიდან”- განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად