მოსკოვში, მამაკაცი, ორი საათის განმავლობაში ოთხი ქალის გაუპატიურებას შეეცადა

მოსკოვში დააკავეს 27 წლის მამაკაცი, რომელიც ორი საათის განმავლობაში ოთხი ქალის გაუპატიურებას შეეცადა.

მამაკაცი ჯერ რუდნევას ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან დაესხა თავს 23 წლის ქალს, შემდეგ იქვე ახლოს გადაინაცვლა და ერთი 20 და მეორე 44 წლის ქალის გაუპატიურებას შეეცადა. უშედეგო მცდელობებმა მამაკაცს განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა და და ისევ ბაბუშკინის რაიონში, ამჯერად კომინტერნის ქუჩაზე 27 წლის ქალს დაადგა თვალი.

აღნიშნული შემთხვევები 25 აგვისტოს მოხდა,მამაკაცი კი, რომელიც გაუპატიურების მცდელობებშია ეჭვმიტანილი, გუშინ დააკავეს. სამართალდამცავებს ოთხმა ქალმა მიმართა და ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მამაკაცს იმ დღეს სხვა მცდელობები.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად