მოსკოვში, ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმის გამო, მთვრალმა მამაკაცმა ქალებს ქუჩაში სროლა აუტეხა

მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური, კუტუზოვის პროსპექტის მკვეთ მინსკის ქუჩაზე მოხდა

მოსკოვში, ქუჩაში მყოფ ნასვამ მამაკაცებს სექსის სურვილი მოეძალათ. მათგან ერთ-ერთი ქუჩაში მოსეირნე ორ ქალთან მივიდა და მათი შესთავაზა სექსით დაკავებულიყვნენ. ქალებისგან უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა ტრავმატული პისტოლეტი ამოიღო და სროლა ატეხა.

მედიის ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური, კუტუზოვის პროსპექტის მკვეთ მინსკის ქუჩაზე მოხდა. სროლის დროს ქალებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, მამაკაცები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...