მოსკოვში გამართულ აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ფოტორეპორტაჟი)

მოსკოვის დროით, 15:50 საათის მონაცემებით, დუმის არჩევნებში კანდიდატთა მხარდასაჭერად გამართულ არასანქცირებულ აქციაზე 311 ადამიანი დააკავეს. როგორც ადამიანის უფლებადამცველთა პორტალი „OVD-ინფო“ იუწყება, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები და ჟურნალისტები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით, 14:30 საათისთვის 30 ადამიანი დააკავეს. პოლიციის შეფასებით, აქციაში 350 ადამიანი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...