მოსკოვში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია- სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო (ვიდეო)

მოსკოვის ცენტრში, ზამოსკვორეჩის რაიონში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას სააგენტო TASS-ი საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის ფართობმა ორ ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია.

”ხანძარი დუბინინსკის ქუჩაზე, №41-ში გაჩნდა. ეს 1917 წლის შენობაა, რომელიც თანამედროვე სტილშია აგებული”, – განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილზე თხუთმეტი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

მძღოლებს სთხოვენ, შემოვლითი მარშრუტი აირჩიონ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო

11 ივლისს, მოსკოვის თბოელექტროსადგურზე დიდი ხანძარი მოხდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად  12 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში იმყოფება. აალების ფართობი 800 კვადრატული მეტრი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...