მოსკოვში, აქციების ფარგლებში ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, არასანქცირებული აქციის ფარგლებში, როგორც რუსული მედია იუწყება, დაკავებული ათასზე მეტი ადამიანი.

ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება. დილით კი ინფორმაცია გავრცელდა 600 დაკავებული პირის შესახებ.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო.

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...