მოსკოვში ანტიკორუფციულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში არასანქცირებული ანტიკორუფციული აქციის დროს დაკავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS სამართალდამცავი ორგანოს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაკავებულთა რიცხვმა 500 ადამიანს გადააჭარბა, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს", – განუცხადა მან სააგენტოს. მანამდე, 100 ადამიანის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. საპროტესტო აქცია ტვერსკის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა რუსებს ანტიკორუფციულ აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. აქციების დიდ ნაწილის გამართვის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ იყო გაცემული, თუმცა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებშიც.

აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა. მაგალითად, ვლადივასტოკში პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. პირველი დაპატიმრება მოსკოვის დროით 14:00 საათზე მოხდა. პოლიციამ და სპეცრაზმა აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომელთაც პუშკინის მოედანზე ხელში პლაკატები ეჭირათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად