მოსკოვში, 8 მღვდელს Covid-19 დაუდგინდა

მოსკოვის საპატრიარქოს 8 მღვდელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო კიდევ სამი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ვინაიდან მათზე არსებობს ეჭვი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აქამდე, 5 აპრილს, საპატრიარქო იუწყებოდა, რომ ახალი კორონავირუსი დაუდგინდა სამ მღვდელს. ამგვარად, გასული კვირიდან მოყოლებული, კიდევ მინიმუმ ხუთი მღვდელი დაინფიცირდა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე დაზუსტებულია იმ ტაძრების სახელები, სადაც ინფიცირებული მღვდლები მსახურობდნენ და ნათქვამია, რომ “აღნიშნული ტაძრების მრევლს მოვუწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიმართონ თვითიზოლაციას”.

29 მარტს, რუსეთის პატრიარქმა კირილმა, ქადაგების დროს, ყველა მართლმადიდებელს მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ტაძრებში და ილოცონ შინ და აგრეთვე არ დაუჯერონ იმ მღვდლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კარანტინს და მათ ტაძრებში სიარულისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად