A1 ბანერი

მოსკოვში 15 ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს

მოსკოვში სამართალდამცავების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 15 კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა. 

მათივე ცნობით, სპეცოპერაცია შსს-ს მოსკოვის ცენტრალური რაიონის დანაყოფისა და სწრაფი რეაგირების ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს. დაკავება ერთ-ერთ საოფისე შენობაში მოხდა.

უწყება მხოლოდ 5 ე.წ კანონიერი ქურდის მეტსახელებს ავრცელებს: “ცირკაჩი” “ზაბავა”, “ტურიკი”, “ვოსკრესი” და “ტეკო”. დამატებითი ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...